Skip to content Skip to sidebar Skip to footer

.

გაყიდვების სტრატეგია

თუ მარაგები სისტემატურად გეზრდებათ, შეგიძლიათ მეტი პროდუქტის წარმოება, მაგრამ რეალურად არ გყავთ შესაბამისი რაოდენობის მომხმარებელი, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ გაყიდვების ზრდის სტრატეგიის შემუშავებაში.

პროექტის ფარგლებში გავაანალიზებთ გაყიდვების არსებულ მიდგომას და პროცესს, შევაფასებთ პოტენციალს, დავაიდენტიფიცირებთ გაყიდვის ახალ არხებს, გამოვავლენთ ახალ სეგმენტებს და შეგირჩევთ სწორ გზას თუ როგორ მიწვდეთ მეტ პოტენციურ მომხარებელს, როგორ გაზარდოთ გაყიდვები ინტეგირერებული მიდგომებით და   გაიუმჯობესოთ ბიზნესის შედეგები.

შედეგად მიიღებთ გაყიდვების სტრატეგიას და  გეგმას, რომელიც ეფუძნება ბიზნესის არსებული რესურსების ოპტიმიზაციას და სრულად ითვალისწინებს ბიზნესის, სპეციფიკას, ზომას და პოტენციალს.

ახალ ბაზარზე შესვლის სტრატეგია

თუ გსურთ ახალ ბაზარზე შესვლა ჩვენ გთავაზობთ ახალ ბაზარზე შესვლის სტრატეგიას.

თუ თქვენი პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნადია და ფიქრობთ, რომ ექსპორტის დროა, ჩვენ დაგეხმარებით სწორედ შეაფასოთ საექსპორტო პოტენციალი და აგარჩევინებთ ახალ ბაზრებს, სადაც თქვენი პროდუქტი შეძლებს იყოს კონკურენტუნარიანი.

სერვისი მოიცავს საექსპორტო სამიზნე ქვეყნების იდენტიფიცირებას, ბაზრების კვლევას და დეტალურ ანალიზს, არსებული ბაზრის შესაძლებლობების შეფასებას, საექსპორტო ბაზარზე შესვლის ბარიერების იდენტიფიცირებას, გაყიდვის  არხებისა და პოტენციური პარტნიორების  შერჩევას.შედეგად თქვენ მიიღებთ დეტალურ ახალ ბაზარზე შესვლის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმასა, რომელიც დაგეხმარებით  ახალი ბაზრების ასათვისებლად  რეალური ნაბიჯების გადადგმაში.