კონკურენტულ გარემოში ბიზნესისთვის წარმატება არა მხოლოდ დღევანდელი შედეგებით, არამედ მუდმივი განვითარების შესაძლებლობებით ფასდება. ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ სტრატეგიული ხედვა და მომავლისთვის დაგეგმილი ნაბიჯები, მარტივად შეუძლიათ ბაზარზე პოზიციის გამყარება, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნება.
მიზანშეწონილობის კვლევა
ახალი პროდუქტი/სერვისი ან ბიზნეს იდეა გაქვთ და არ ხართ დარწმუნებული თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში ან არ იცით ზუსტად რა ბიზნეს მოდელით უნდა შეხვიდეთ ბაზარზე და ღირებულებათა ჯაჭვში რომელ რგოლში ჩაერთოთ?
ამ ყველაზე მნიშვნელოვან კითვებზე პასუხს მიზანშეწონილობის კვლევით გავცემთ.
სერვისი მოიცავს ბაზრის ანალიზს და მოთხოვნის შეფასებას, კონკურენტების კვლევას და პოზიციონირების შესაძლებლობების გამოვლენას, ფინანსური ეფექტურობის ანალიზს, რისკების იდენტიფიცირებას და მომხმარებლის საჭიროებების კვლევას.
შედეგად თქვენ მიიღებთ დეტალურ ანგარიშს პროექტის რეალურ პოტენციალზე და ხარჯებისა და შემოსავლების პროგნოზს, რომელიც დაგეხმარებათ სწორი არჩევასნი გაკეთებაში
სტრატეგიული განვითარების გეგმა
თუ თქვენი კომპანია ზრდის და განვითარების ეტაპზეა, მნიშვნელოვანი არჩევნის გაკეთება გიწევთ და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების წინაშე ხართ, რომელმაც უნდა განსაზღვროს თქვენი ბიზნესის მომავალი ქმედების არეალი, მაშინ თქვენ გჭირდებათ სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება.
სერვისი მოიცავს ბიზნესის არსებულ მდგომარეობისა და პროცესების დეტალურ ანალიზს, გრძელვადიანი მიზნებისა და განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრას, ახალი ბიზნეს მოდელის შემუშავებას, სტრატეგიული განვითარების გეგმას, ფინანსურ კალკულაციებს, რესურსების ოპტიმიზაციას და KPI-ების განსაზღვრას.
შედეგად თქვენ მიიღებთ განვითარების სტრატეგიულ გეგმას და დანერგვის დეტალურად გაწერილ სამოქმედო გეგმას.
ბიზნეს გეგმა
თუ ახალ ბიზნესს იწყებთ ან ახალ მიმართულებას ავითარებთ და გსურთ იცოდეთ როგორ გააკეთოთ სწორად და წინასწარ განსაზღვროთ რა შედეგებზე გახვალთ ან რა რესურსები დაგჭირდებათ? ან თუ გსურთ ფინანსური რესურსების მოზიდვა თქვენი ბიზნესისთვის, ამ ყველა მიმარულებაში დაგეხმარებათ ბიზნეს გეგმა.
სერვისი მოიცავს სიცოცხლისუნარიანი მოდელის შემუშავებას, ბაზრის რისკების ანალიზს და ეფექტურ ორგანიზაციულ სტრუქტურას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვლევებზე დაფუძნებულ ფინანსურ გათვლებს, რაც გადამწყვეტია ინვესტიციების მოსაზიდად და ფულადი ნაკადების სამართავად.
შედეგად გექნებათ გზამკვლევი, რომელიც დაგიცავთ გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან და დაგეხმარებათ დასახული მიზნების მიღწევაში.