მარკეტინგული სტრატეგია
თანამედროვე ბაზარზე, სადაც კონკურენცია ყოველდღიურად იზრდება, მარკეტინგული სერვისების როლი ბიზნესის ზრდასა და განვითარებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორად დაგეგმილი მარკეტინგი ეხმარება ბრენდს მოიპოვოს მეტი ცნობადობა, მიაღწიოს სწორ აუდიტორიამდე, შექმნას გამორჩეული იმიჯი და რეალურ შედეგებად გარდაქმნას მომხმარებლის ყურადღება.
თუ გსურთ თქვენი ბრენდის ცნობადობის ზრდა და ბაზარზე პოზიციის გამყარება, ჩვენ გთავაზობთ მარკეტინგული სტრატეგიის შექმნას.
სერვისი მოიცავს ბაზრის, კონკურენტებისა და სამიზნე აუდიტორიის დეტალურ ანალიზს, ბრენდის კონცეფციისა და პოზიციონირების ჩამოყალიბებას და თქვენს მიზნებზე მორგებული აქტივობებისა და კამპანიების დაგეგმვას.
შედეგად მიიღებთ სრულფასოვან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, რომელიც ზრდის ბრენდის ცნობადობას, აძლიერებს აღქმას მომხმარებელში და უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის კონკურენტულ პოზიციონირებას.
საკომუნიკაციო სტარტეგია
თუ გსურთ სოციალურ მედიაში უფრო ეფექტურად მიაღწიოთ თქვენს მომხმარებელს, გქონდეთ საინტერესო კომუნიკაცია და მარტივად ჩართოთ აუდიტორია, ჩვენ გთავაზობთ საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნას.
სერვისი მოიცავს თითოეული არხისა და სეგმენტის მიხედვით მორგებული გზავნილების განსაზღვრას, კონტენტის სტრუქტურის შემუშავებას, სარეკლამო სტრატეგიის დაგეგმვას და ეფექტური კომუნიკაციის აწყობას, რომელიც მომხმარებელს ბუნებრივად მიიყვანს შეძენის ეტაპამდე.
შედეგად მიიღებთ პროფესიონალურად მართულ ციფრულ არხებს და მიზნობრივ კომუნიკაციას, რომელიც ზრდის ჩართულობას, აძლიერებს ნდობას და უზრუნველყოფს რეალური გაყიდვების გენერაციას.
ბრენდინგი
თუ გსურთ, რომ თქვენი ბრენდი ვიზუალურად გამორჩეული, ძლიერი და მარტივად დასამახსოვრებელი იყოს, ჩვენ გთავაზობთ ბრენდინგის სერვისს.
სერვისი მოიცავს ბრენდის ფილოსოფიის, პერსონიფიკაციის, ბრენდის ტონის და ვიზუალური იდენტობის შექმნას _ ლოგოს, ფერთა პალიტრის, დიზაინის ელემენტებისა და სტილის ჩამოყალიბებას ისე, რომ თქვენი ბრენდი კონკურენტებს შორის აშკარად გამოირჩეოდეს.
შედეგად მიიღებთ მთლიან, გამართულ და ემოციურად ძლიერ ბრენდს, რომელსაც დაიმახსოვრებენ და ენდობიან.
კონტენტის სტრატეგია
თუ გჭირდებათ საინტერესო კონტენტი, რომელიც პირველივე ნახვაზე მიიქცევს მომხმარებლის ყურადღებას, ჩვენ გთავაზობთ კონტენტის სტრატეგიას.
ეს სერვისი მოიცავს როგორც სეგმენტებზე მორგებული ქოფის შექმნას თქვენი პროდუქტისან სერვისის შესახებ ასევე პროფესიონალურ ფოტო/ვიდეო კონტენტის გადაღებას, რომელიც თქვენს ბიზნესს და მის უნიკალურობას სწორად წარმოაჩენს.
შედეგად მიიღებთ კონტენტის მასალას, რომელიც ზრდის ნდობას, აძლიერებს პირველ შთაბეჭდილებას და მომხმარებელს უბიძგებს გადაწყვეტილებისკენ.