ფუდგუდი (FoodGood) ჯანსაღი კვების ობიექტია, რომელსაც 2 პარტნიორის იდეით 2021 წელს ჩაეყარა საფუძველი – შეექმნათ კანსაღი და ეკომეგობრული პროდუქტი მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად. ფუდგუდი (FoodGood) მენიუში აერთიანებს 70-მდე დასახელების პროდუქტს, მათ შორის მოულები, სალათები, ტოსტები და სენდვიჩები, ვრაპები, კრემსუპები, დესეტრები, და სხვადასხვა ტიპის ჯანსაღი სასმელი.

ფუდგუდთან თანამშრომლობის საწყის ეტაპზე გამოიკვეთა, რომ კომპანიის მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა გაფართოების ეტაპზე სწორი სამიზნე ბაზრების და გაფართოების სწორი მოდელის შერჩევა.
ამ გამოწვევების გადასაჭრელად შევიმუშავეთ ახალ ბაზრებზე შესვლის სტრატეგია, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა სწორი სამიზნე სეგმენტების იდენტიფიცირება, გაფართოების ოპტიმალური მოდელის შერჩევა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის გაწერა.
თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები:
გაფართოების სტრატეგია:
- ოპტიმალური ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბება
- ოპტიმალური გაფართოების სტრატეგიის შერჩევა
- გაფართოების მოდელის შემუშავება და ეტაპების დაგეგმვა
- სამიზნე ბაზრების იდენტიფიცირება და ანალიზი, პრიორიტეტული სამიზნე ბაზრების განსაზღვრა
- რისკების შეფასება
გაფართოებისთვის მომზადების დაგეგმვა:
- კომპანიის მზაობის შეფასება გაფართოებისთვის
- მაჩვენებლების ჩამოყალიბება, რომელთა მიღწევის შედეგადაც კომპანია მზად იქნება გაფართოებისთვის
- სამოქმედო გეგმა


