Skip to content Skip to footer
კომპანიის შესახებ

ნიკიფორე საოჯახო ღვინის ბრენდია, რომელიც 2017 წელს შეიქმნა და მომხმარებელს 10-მდე სახეობის კლასიკურ, ქვევრის და ცქრიალა ღვინოებს სთავაზობს. ნიკიფორე არის თანამედროვე ღვინო, რომელიც ყოველწლიურად სტაბილურ ხარისხსა და გულწრფელ შეგრძნებას უზიარებს თითოეულ მომხმარებელს.

ნიკიფორე საოჯახო ღვინის ბრენდია, რომელიც 2017 წელს შეიქმნა და მომხმარებელს 10-მდე სახეობის კლასიკურ, ქვევრის და ცქრიალა ღვინოებს სთავაზობს. ნიკიფორე არის თანამედროვე ღვინო, რომელიც ყოველწლიურად სტაბილურ ხარისხსა და გულწრფელ შეგრძნებას უზიარებს თითოეულ მომხმარებელს.

ნიკიფორესთან თანამშრომლობის საწყის ეტაპზე ჩატარდა სიღრმისეული ანალიზი, რომელმაც აჩვენა ბრენდის ძირითადი საჭიროება: პოზიციონირების გაძლიერება ციფრულ არხებში და ცნობადობის ზრდა სამიზნე სეგმენტებში.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად შევიმუშავეთ სრულყოფილი ციფრული მარკეტინგული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენდა ციფრული არხების გამოყენებით ცნობადობის ზრდა, ბრენდის იდენტობის განმტკიცება, და სამინზე მომხმარებლებში შესყიდვის ქცევის სტიმულირება. დამატებით

თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები:
ბრენდის პოზიციონირების და დაპირების ჩამოყალიბება:
  • ბრენდის პოზიციონირების ჩამოყალიბება
  • ბრენდის საკომუნიკაციო ტონისა და ხმის, ძირითადი საკომუნიკაციო მესიჯების განსაზღვრა
  • გაყიდვების უნიკალური შეთავაზება (USP)
ციფრული არხების სტრატეგია:
  • სეგმენტზე მორგებული ციფრული არხების განსაზღვრა და შესაბამისი მიდგომების შემუშავება
  • ციფრული არხების Facebook, Instagram, LinkedIn დახვეწა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა
  • რეკომენდაციები ვებ-გვერდის შექმნასთან და გამართულად ფუნქციონირებასთან დაკავშირებით
  • სარეკლამო სტრატეგია და ბიუჯეტი
  • ციფრული მარკეტინფული სამოქმედო გეგმა
კონტენტის არქიტექტურა:
  • დეტალური კონტენტ რუკა (content architecture)
  • პოსტების თემატიკა და კატეგორიები (ციფრული არხების შესაბამისად)
  • ტექსტური და ვიზუალური ნიმუშები
ფოტო/ვიდეო პროდუქცია:
  • პროდუქტების პროფესიონალური ფოტო გადაღება (სოც.მედია არხებისთვის და ვებ-გვერდისთვის)
დამატებითი პროდუქტები:
  • ღვინის ციფრული კატალოგი