Skip to content Skip to footer
კომპანიის შესახებ

კომპანია არტ ღვინო ბიო და ნატურალურ ღვინს აწარმოებს ქართული ფესვებით.კარდენახში მდებარე ღვინის მარანში საკუთარ,ბიო სერტიფიცირებულ ვენახებში მოყვანილი ყურძნით გამორჩეული ღვინო მზადდება

კომპანია არტ ღვინო ბიო და ნატურალურ ღვინოს აწარმოებს ქართული ფესვებით. კარდენახში მდებარე ღვინის მარანში საკუთარ, ბიო სერტიფიცირებულ ვენახებში მოღვანილი ყურძნით, გამორჩეული ღვინო მზადდება.თანამშრომლობის საწყის ეტაპზე სკრინინგმა აჩვენა, რომ კომპანიის მთავარ საჭიროებას ახალი საექსპორტო მიმარულებების იდენტიფიცირება და სამოქმედო ნაბიჯების დაგეგმვა წარმოადგენდა.

შესაბამისად, პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევითი სამუშაოები, გამოვლინდა 3 პოტენციური საექსპორტო მიმართულება და მომზადდა ახალ ბაზარზე შესვლის სტრატეგია

შემუშავებული მიდგომა ითვალისწინებს სპეციალიზებულ სტრატეგიას თითოეული ბაზრისთვის, რომელიც ეფუძნება ადგილობრივი მოთხოვნების, ბაზრის ტენდენციების და რეგულაციების სიღრმისეულ ანალიზს. პროექტის ფარგლებში მიღებული ყველა გადაწყვეტილება მიმართული იყო ახალი ბაზრების წარმატებით ათვისებისა და ბიზნესის ოპტიმალურად ფუნქციონირებისაკენ.

თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები:
საექსპორტო ბაზრების კვლევა
  • ორგანული ღვინის გლობალური ბაზრის შესწავლა
  • ლიდერი ქვეყნების იდენტიფიცირება ბიო ღვინის მოხმარებისა და წარმოების მიხედვით
  • სამიზნე ქვეყნების იდენტიფიცირება
  • იდენტიფიცირებულ ქვეყნებთან არსებული სავაჭრო ურთიერთობების შესწავლა
  • იდენტიფიცირებულ ქვეყნებში მომხმარებლების პროფილისა და ქცევის შესწავლა
  • ბაზრის კონიუნქტურის შესწავლა
  • არსებული სტანდარებისა და რეგულაციების იდენტიფიცირება
  • საერთაშორისო გამოფენების, ასოციაციებისა და ხელშემწყობი პროგრამების იდენტიფიცირება
ახალ ბაზარზე შესვლის სტრატეგია
  • სტრატეგიული მიზნების განსაზღვრა
  • ბაზრების პრიორიტეტიზაცია
  • თითოეულ ბაზარზე შესვლის სტრატეგია
  • განსახორციელებელი ორგანიზაციული ცვლილებები
  • ღონისძიებები და საერთაშორისო თანამშრომლობა
  • რისკების შეფასება და მართვის სტრატეგია
  • გენერალური სამოქმედო გეგმა