Skip to content Skip to footer
კომპანიის შესახებ

კვიკო პირველი ქართული პრომოუტინგ კომპანიაა, რომელიც სპეციალიზირებულია მაღალი ხარისხისა და ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო პროდუქციის მიმართულებით. კვიკო ავსებს სიცარიელებს ბრენდებს/მეწარმებსა და მომხმარებლებს შორის ხარისხიანი და შედეგზე ორიენტირებული სერვისის შეთავაზების გზით.

კვიკო პირველი ქართული პრომოუტინგ კომპანიაა, რომელიც სპეციალიზირებულია მაღალი ხარისხისა და ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო პროდუქციის მიმართულებით. კვიკო ავსებს სიცარიელებს ბრენდებს/მეწარმებსა და მომხმარებლებს შორის ხარისხიანი და შედეგზე ორიენტირებული სერვისის შეთავაზების გზით.

კვიკოსთან თანამშრომლობის პირველ ეტაპზე ჩატარებული სკრინინგისას გამოვლინდა, რომ ბინზესი განიცდიდა მნიშვნელოვან დაღმასვლას, არსებული ბიზნეს მოდელი ვეღარ ახერხებდა სრულფასოვნად ფუნქციონირებას და ბიზნესი იდგა გამოწვევის წინაშე გაეგრძელებინა თუ არა ოპერირება. აღნიშნული გამოწვევების გადასაჭრელად შევიმუშავეთ სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომლის ფარგლებშიც სტრატეგიული ანალიზის საფუძველზე შეიცვალა ბიზნესის მიმართულება, ჩამოყალიბდა ახალი ბიზნეს მოდელი და კონცეფცია, და შესაბამისი სამოქმედო გეგმა.

თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები:
კომპანიის შიდა ანალიზი
  • არსებული ბიზნეს მოდელის შეფასება
  • არსებული ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი
  • რესურსების შეფასება
  • არსებული სამომხმარებლო სეგმენტების შეფასება
  • არსებული საკომუნიკაციო არხების შეფასება
გარემოს ანალიზი
  • რელევანტური ინდუსტრიების შესწავლა
  • სამომხმარებლო ქცევის შესწავლა
  • მოთხოვნის შეფასება
სტრატეგიული განვითარების გეგმა
  • სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაში დახმარება და პრიორიტეტული მიმართულების შერჩევა
  •  კონცეფციის ჩამოყალიბება: ძირითადი იდეა, ბრენდის პერსონა, სამიზნე სეგმენტები, მისია, ხედვა და მიზნები
  • ახალი ბიზნეს მოდელი
  • სტრატეგიული მიზნები (მოკლევადიანი და გრძლევადიანი)
  • კონკურენტული სტრატეგია
  • პროცესის ციკლის აღწერა
  • პრიორიტეტული საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა
  • განვითარების გზა (Roadmap)
  • 1 წლის სამოქმედო გეგმა
  • ფინანსური კალკულაციები
  • რეკომენდაციები საკომუნიკაიცო არხების მართვასთან დაკავშირებით
  • შეფასების ინდიკატორები