Pancake არის თბილისში მოქმედი კვების ობიექტი (კაფე), რომელიც 5 წელია წარმატებით ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს დესერტებისა და უალკოჰოლო სასმელების გამორჩეულ და მრავალფეროვან ასორტიმენტს.

პროექტის ფარგლებში დაიგეგმა Pancake-ის ახალი ფილიალის გახსნის მარკეტინგული აქტივობები, რომლის მთავარი მიზანი იყო ბრენდის ცნობადობის გაზრდა მიზნობრივ სეგმენტებში და შესაბამისად, ობიექტის ახალ ლოკაციაზე მომართვიანობის გაზრდა.
აღნიშნული მიზნების მისაღწევად შევიმუშავეთ მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც დაკონცენტრირდა როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე ციფრულ არხებში ბრენდის სწორად პოზიციონირებასა და ახალი ფილიალის პოპულარიზაციაზე.
მარკეტინგული სტრატეგია:
- ბრენდის იდენტობის შექმნა (მისია, ხედვა, ბრენდის პერსონიფიკაცია, ღირებულებები, ტონი, ხმა და ბრენდის არქეტიპი);
- მარკეტინგული მიზნები (მოკლევადიანი და გრძელვადიანი)
- ძირითადი სეგმენტებისა და 4P-ის განსაზღვრა;
- კონკურენტული გარემოს ანალიზი და ბრენდის USP;
- ახალი ფილიალის გახსნის მარკეტინგული აქტივობები;
საკომუნიკაციო სტრატეგია ციფრული არხებისთვის:
- პრიორიტეტული ციფრული არხების განსაზღვრა (Facebook, Instagram, TikTok)
- სეგმენტებზე მორგებული საკომუნიკაციო გზავნილები;
- კონტენტ სტრატეგია (კონტენტის თემატიკა, ფორმატი, არქიტექტურა და ნიმუშები);
- სოციალური ქსელებისთვის რეკომენდაციები;
- სარეკლამო სტრატეგია;
- მარკეტინგული სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი.
ბრენდინგი:
- ლოგოს დიზაინი
- გარე ფასადის დიზაინი
- Facebook Cover-ის დიზაინი
- მარკეტინგული მასალები ბრენდბუქიდან

