სასტუმრო და მეღვინეობა “ბაბანეურის მარანი“ კახეთში, ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალის მიმდებარედ მდებარეობს და ერთი ბრენდის ქვეშ აერთიანებს სასტუმროს, ღვინის მარანს, უნიკალურ ტერუარს.თანამშრომლობის საწყის ეტაპზე სკრინინგმა აჩვენა, რომ კომპანიის მთავარი საჭიროება ბიზნესის არსებული მდრომარეობის ანალიზსა და ახალი მიმართულების დაგეგმვას უკავშირდებოდა.

შესაბამისად, პროექტის ფარგლებში შემუშავდა სტრატეგიული განვითარების გეგმა და შემდგომში ბიზნეს გეგმა. რომლებიც მიზნად ისახავდა არსებული მდგომარეობის, შიდა და გარე ანალიზს (Internal and external scanning), ახალი მიმართულების კონცეფციისა და ბიზნეს მოდელის შემუშავებას და დაგეგმვას.

თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები:
განვითარების გეგმა
- არსებული მდგომარეობის შეფასება
- ორგანიზაციის ანალიზი
- გარემოს/ინდუსტრიის ანალიზი
- განვითარების მიმართულებების კონცეფციის შემუშავება
- სტრატეგიული მიზნების შემუშავება
- ახალი ბიზნეს მოდელის მომზადება
- რისკების ანალიზი
- სამოქმედო გეგმის მომზადება
- ახალი მიმართულების განხორციელებისთვის საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსების განსაზღვრა
ბიზნეს გეგმა
- პროდუქტის/სერვისის აღწერა
- ბაზრის ანალიზი
- კონკურენტების ანალიზი
- მარკეტინგული და გაყიდვების სტრატეგია
- ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
- ფინანსური მოდელი
- რისკების ანალიზი
- საინვესტიციო გეგმა
პროექტის ბოლო ეტაპზე მომზადდა საინვესტიციო თიზერი, რაც დაეხმარება მეწარმეს ფინანსურ ინსტიტუტებთან და ინვესტორებთან მოლაპარაკებების პროცესში.
