დმანურთან თანამშრომლობის საწყის ეტაპზე სკრინინგმა აჩვენა, რომ ბრენდის მთავარი საჭიროება იყო ცნობადობის ზრდა სამიზნე სეგმენტებში და კონკურენტული პოზიციონირება ციფრულ არხებში.

ამ გამოწვევების გადასაჭრელად შევიმუშავეთ სრულყოფილი საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა სწორი გზავნილების სწორ აუდიტორიამდე მიტანას, ბრენდის პერსონისა და საკომუნიკაციო ტონის განსაზღვრას და სოციალური არხების გაძლიერებას.
თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები:
საკომუნიკაციო სტრატეგია
- ციფრული არხების შერჩევა/შექმნა (Facebook, Instagram, LinkedIn) — ბრენდის მიზნებსა და სეგმენტებზე მორგებით)
- ბრენდის ტონის, მთავარი მესიჯების და საკომუნიკაციო სტრუქტურის შემუშავება
- ბრენდის USP
- სეგმენტებზე დაფუძნებული გზავნილები
- სარეკლამო სტრატეგია
- სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი
კონტენტ არქიტექტურა:
- დეტალური კონტენტ რუკა (content architecture)
- პოსტების თემატიკა და კატეგორიები
- ტექსტური და ვიზუალური ნიმუშები — ბრენდის ხასიათზე მორგებული
ფოტო/ვიდეო პროდუქცია:
ბრენდის საიმიჯო ვიდეო რგოლი
ლოკაციის, საწარმოსა და პროდუქტების პროფესიონალური ფოტო გადაღება


